ავიაკომპანიამ „FlyArystan” ბათუმიდან ასტანის მიმართულებით ფრენა დაიწყო. ალექსანდრე ქართველის სახელობის ბათუმის საერთაშორისო აეროპორტმა პირველი მგზავრები ასტანიდან დღეს მიიღო. ყაზახეთის დედაქალაქიდან Airbus 320 ტიპის საჰაერო ხომალდით 174 მგზავრი ჩამოფრინდა. ასტანა-ბათუმი-ასტანის საჰაერო ხაზზე “FlyArystan“ რეისებს ამ ეტაპზე კვირაში ორჯერ - სამშაბათსა და შაბათს შეასრულებს. 24 ივნისიდან კი სიხშირე გაიზრდება და ფრენები ხუთშაბათობითაც შესრულდება.
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან, რომელსაც „ტავ ჯორჯია“ მართავს, ამ ეტაპზე ფრენები ყაზახეთის ორ ქალაქში - ასტანასა და აქტაუში სრულდება. 3 ივნისიდან დაემატება ალმათის მიმართულებაც, 7 ივლისიდან კი რეისები ბათუმიდან ატირაუშიც შესრულდება.
ინფორმაციას „ტავ ჯორჯია“ ავრცელებს