იაპონური ავტომწარმოებელი Toyota Motor ოთხშაბათს დილით ქვეყანაში 13 ქარხანაში მუშაობას შეაჩერებს ქარიშხალ Jangmi–ს გამო, იტყობინება Nikkei.

კიდევ ერთი საავტომობილო ინდუსტრიის წარმომადგენელი, Suzuki Motor, ამინდის პირობების გამო შიზუოკას პრეფექტურაში თავისი ხუთი ქარხნის დროებით დახურვას გეგმავს.

ქარიშხალმა შეაფერხა მგზავრობა, რის გამოც მსხვილმა ავიაკომპანიებმა გააუქმეს რამდენიმე რეისი ოკინავადან და კაგოშიმას პროვინციის ამამი-ოშიმას კუნძულიდან. მოსალოდნელია შემდგომი გაუქმებები კიუშუსა და შიკოკუს კუნძულებზე მომსახურე მარშრუტებზე.

ვრცლად interfax – ზე