რუსმა ოლიგარქებმა რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან გამართული შეხვედრის შემდეგ უკრაინაში ომის გასაგრძელებლად 220 მილიარდი რუბლი გადარიცხეს. ინფორმაციას DW-ს რუსულენოვანი რედაქცია ავრცელებს.
მედიის ცნობით, პუტინთან დახურული შეხვედრაზე კრემლის ლიდერმა განაცხადა, რომ ის უკრაინასთან ომის გაგრძელებას აპირებს და ბიზნესს დახმარება სთხოვა.
კრემლის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ერთ-ერთი შემომწირველი ბიზნესმენი სულეიმან ქერიმოვია. გარდა ამისა, რუსეთის ომს ფული ოლიგარქებმა ოლეგ დერიპასკამ და ვლადიმერ პოტანინმაც შესწირეს.
როგორც DW აღნიშნავს, 2026 წლის იანვარ-აპრილში რუსეთის ფედერალური ბიუჯეტის დეფიციტმა რეკორდულ 5,877 ტრილიონ რუბლს მიაღწია, რაც დაგეგმილზე 1,6 ჯერ მეტია.