გამოცემა The Times Higher Education-მა 2024 წლის საუკეთესო უნივერსიტეტების რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც სამი ქართული უნივერსიტეტი მოხვდა. რეიტინგი 108 ქვეყნის 1904 უნივერსიტეტს მოიცავს.
რეიტინგი ეფუძნება მეთოდოლოგიას, რომელიც მოიცავს რამდენიმე ინდიკატორს, რაც ზომავს დაწესებულების მუშაობას ხუთ სფეროში: სწავლება, კვლევის გარემო, კვლევის ხარისხი, ინდუსტრია და საერთაშორისო პერსპექტივა.
რეიტინგის მიხედვით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 1201-დან 1500-მდე შუალედშია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი კი 1501+ პოზიციაზეა.
მსოფლიოს 10 საუკეთესო უნივერსიტეტი კი შემდეგია:
1. ოქსფორდის უნივერსიტეტი - გაერთიანებული სამეფო
2. სტენფორდის უნივერსიტეტი - აშშ
3. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი - აშშ
4. ჰარვარდის უნივერსიტეტი - აშშ
5. კემბრიჯის უნივერსიტეტი - გაერთიანებული სამეფო
6. პრინსტონის უნივერსიტეტი - აშშ
7. კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტი - აშშ
8. ლონდონის საიმპერატორო კოლეჯი - გაერთიანებული სამეფო
9. კალიფორნიის უნივერსიტეტი (ბერკლი) - აშშ
10. იელის უნივერსიტეტი - აშშ.