OPEC-მა ნავთობზე მოთხოვნის ზრდის პროგნოზი 2025 წელს დღეში 1.29 მილიონი ბარელის ნიშნულზე, ხოლო 2026 წელს 1.28 მილიონი ბარელის ნიშნულზე შეინარჩუნა, – ამის შესახებ ნათქვამია ორგანიზაციის ყოველთვიურ ანგარიშში.
ანალიტიკოსებმა ზედიზედ მეოთხე თვეა არ შეცვალეს თავიანთი შეფასებები (გარდა ბოლო ანგარიშში 2025 წლის პროგნოზის სიმბოლური კორექტირებისა).
მიმდინარე ანგარიშში ორგანიზაციის ექსპერტებმა ნავთობზე მოთხოვნის პროგნოზები მთლიანობაში არ შეცვალეს და ისინი შემდეგნაირად შეინარჩუნეს: 2024 წლისთვის - 103.84 მილიონი ბარელის დონეზე დღეში, 2025 წლისთვის - 105.13 მილიონი ბარელის დონეზე დღეში, 2026 წლისთვის - 106.42 მილიონი ბარელის დონეზე დღეში.
OPEC-ის ანალიტიკოსების მიერ მიმდინარე წლის განახლებული პროგნოზი ითვალისწინებს ნავთობზე გლობალური მოთხოვნის შეფასებას პირველ კვარტალში 104.33 მილიონი ბარელით დღეში (ივნისის შეფასება - 104.44 მილიონი ბარელი დღეში), მეორეში - 104.3 მილიონი ბარელით დღეში (ერთი თვით ადრე არსებული 104.19 მილიონი ბარელის წინააღმდეგ), მესამეში - 105.53 მილიონი ბარელით დღეში, ხოლო მეოთხეში - 106.36 მილიონი ბარელით დღეში (რაც შეესაბამება ერთი თვით ადრე გაკეთებულ შეფასებას).