გერმანიაში, ზედიზედ მესამე თვეა, გაუმჯობესდა ბიზნესის ძირითადი ინდიკატორი - ინვესტორებისა და ანალიტიკოსების მოლოდინების ინდექსი მომდევნო ექვსი თვის ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ, განაცხადა ZEW კვლევითმა ინსტიტუტმა სამშაბათს, 15 ივლისს.
ინდიკატორი აპრილში -14 პუნქტიდან ივლისში +52.7 პუნქტამდე გაიზარდა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2022 წლის „ომამდელი“ თებერვლის შემდეგ და ეკონომიკაში ოპტიმიზმის ზრდაზე მიუთითებს.
„ბოლო ორი თვის განმავლობაში სიტუაციის მნიშვნელოვანი გაუმჯობესების შემდეგ, რესპონდენტებს შორის დადებითი განწყობა გაძლიერდა. გლობალურ სავაჭრო კონფლიქტებთან დაკავშირებული გაურკვევლობის მიუხედავად, ექსპერტების თითქმის ორი მესამედი გერმანიის ეკონომიკის მდგომარეობის გაუმჯობესებას ელის. აშშ-სა და ევროკავშირს შორის საბაჟო დავის სწრაფი გადაწყვეტის იმედი, ასევე დაგეგმილი ფედერალური საგანგებო საინვესტიციო პროგრამიდან პოტენციური ეკონომიკური სტიმულები, განწყობის სურათში დომინირებს“, - კომენტარი გააკეთა ZEW-ის პრეზიდენტმა ახიმ ვამბახმა გამოკითხვის შედეგებზე, რომლის სიტყვებიც პრესრელიზშია ციტირებული.
განწყობის განსაკუთრებით შესამჩნევი გაუმჯობესება დაფიქსირდა მანქანათმშენებლობასა და მეტალურგიაში, ასევე ელექტროტექნიკის ინდუსტრიაში.