„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 56 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს“ – ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.

„მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: თურქეთის, ინდოეთის, პაკისტანის, კენიის, ფილიპინების, ერაყის, ნიგერიის, უგანდის, ბანგლადეშის, განას, იორდანიის, კუბის, რუსეთის, სუდანის, ტაჯიკეთის, ჩინეთის და  სხვა სახელმწიფოების - ჯამში 56 მოქალაქე.

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ“ – ნათქვამია ინფორმაციაში.