ლიბერთის მხარდაჭერით მელიქიშვილზე A კლასის ბიზნესცენტრის მშენებლობა იწყება

17.04.26. თბილისი. დეველოპერულმა კომპანია „ზიონმა“ და ლიბერთი ბანკმა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ მემორანდუმს მოაწერეს ხელი. შეთანხმების ფარგლებში, ლიბერთის მხარდაჭერით, დეველოპერული კომპანიის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პროექტის განხორციელება იწყება, რომელიც თბილისის ისტორიულ ნაწილში, მელიქიშვილის გამზირზე, საერთაშორისო სტანდარტების A კლასის ბიზნეს ცენტრის მშენებლობას ითვალისწინებს.

პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 8.5 მლნ ამერიკული დოლარია, საიდანაც ბანკი 6 მლნ დოლარი ინვესტიციას განახორციელებს. ამ თანამშრომლობით ორი კომპანია, ხელს შეუწყობს დედაქალაქის ურბანულ განვითარებას და ბიზნესისათვის პრემიალური სივრცეების შექმნას.

„ბიზნეს ცენტრი მელიქიშვილზე „ზიონის“ ერთ-ერთი მასშტაბური პროექტია, რომელიც მშენებლობის ინოვაციური ტექნოლოგიით გამოირჩევა. შესაბამისად, მისი განხორციელების პროცესში ძლიერი და საიმედო ფინანსური პარტნიორის მხარდაჭერა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. მოხარულები ვართ, რომ ლიბერთი ბანკი დღეიდან ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეა. 6 მილიონი დოლარის მოცულობის ინვესტიცია საშუალებას მოგვცემს, მშენებლობის პროცესი მაღალი ხარისხის და წინასწარ გაწერილი ვადების სრული დაცვით წარვმართოთ. ეს პარტნიორობა ჩვენთვის არა მხოლოდ ფინანსური მხარდაჭერა, არამედ ნდობისა და საერთო ხედვის დასტურია, რომლის ფარგლებშიც შევძლებთ თბილისის საქმიანი გარემო ახალ ეტაპზე გადავიყვანოთ.“ - გიორგი რეხვიაშვილი, დეველოპერული კომპანია „ზიონის“ ფინანსური დირექტორი.

„მოხარულები ვართ, რომ „ზიონის“ მასშტაბური და ინოვაციური პროექტის ფინანსური პარტნიორი ვართ. აღნიშნული თანამშრომლობა სრულად შეესაბამება ლიბერთის სტრატეგიას, რომელიც კერძო სექტორის მხარდაჭერას და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში აქტიურ ჩართულობას გულისხმობს.

მელიქიშვილის ბიზნესცენტრი გამორჩეული პროექტია, როგორც თავისი არქიტექტურული გადაწყვეტით, ისე ლოკაციით, რაც მას მნიშვნელოვან კომერციულ პოტენციალს ანიჭებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთი ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც ქმნის თანამედროვე, ხარისხიან ბიზნესგარემოს და ხელს უწყობს თბილისის ურბანულ განვითარებას.

გვჯერა, რომ „ზიონთან“ პარტნიორობა წარმატებული იქნება და აღნიშნული პროექტი ერთ-ერთი გამორჩეული ბიზნესჰაბი გახდება როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო კომპანიებისთვის.“- რატი მეხრიშვილი, ლიბერთისკორპორატიული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

,,ზიონის“ მისია ხარისხს, პროგრესსა და გარემოსთან ჰარმონიულ თანაარსებობას ეფუძნება. მელიქიშვილის ბიზნესცენტრის კონცეფციაც სწორედ ამ ღირებულებებს იზიარებს და სრულ თანხვედრაშია დედაქალაქისათვის უმნიშვნელოვანესი ისტორიული გამზირის არქიტექტურულ მემკვიდრეობასა და თანამედროვე სტატუსთან. მოხარულები ვართ, რომ ლიბერთი ბანკთან პარტნიორობით ვქმნით პრეცედენტს, სადაც ინოვაციური ხედვა და ბიზნესის საჭიროებები ერთმანეთს პრესტიჟულ ლოკაციაზე შეხვდება. გვინდა, შევქმნათ არა უბრალოდ სამუშაო სივრცე, არამედ გარემო იდეებისა და მომავლისთვის, რომელიც კომპანიებისთვის ყველაზე სასურველ მისამართად იქცევა“- ნათია ცხადაია, დეველოპერული კომპანია „ზიონის“ ბიზნესის განვითარების დირექტორი.

საერთაშორისო სტანდარტების ბიზნესცენტრი დედაქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ გამზირზე, მელიქიშვილის 41-ში განთავსდება. 8 სართულიანი შენობის კონცეფცია არქიტექტურულ სტუდია Dephani-ს ეკუთვნის.

პროექტის გამორჩეული უპირატესობა მისი ინოვაციური ფასადია, - საქართველოს სამშენებლო სექტორში პირველად „ზიონი“ გამოიყენებს ულტრათანამედროვე გამჭირვალე ბეტონის პანელებს, რაც ობიექტს განსაკუთრებულ ესთეტიკას და მსუბუქ ფორმებს შესძენს. ბიზნესცენტრის მშენებლობის პროცესი უკვე დაწყებულია და მისი დასრულება 2029 წლისთვის იგეგმება.

პროექტი მდებარეობს თბილისის ისტორიულ გამზირზე, რომელმაც წლებია მნიშვნელოვანი კომერციული დატვირთვაც შეიძინა. „ზიონის“ ბიზნესცენტრი სწორედ ამ დინამიურ გარემოში წამყვან ადგილს დაიკავებს. კომპანიაში მოლოდინი აქვთ, რომ თანამედროვე ინფრასტრუქტურის და მაღალი სტანდარტების გათვალისწინებით, ცენტრი მელიქიშვილზე, საერთაშორისო თუ ადგილობრივი კომპანიებისთვის ყველაზე მოთხოვნად ბიზნესჰაბად ჩამოყალიბდება.

„ზიონის“ შესახებ:

„ზიონი“ ქართულ-ებრაული დეველოპერული კომპანიაა, რომელიც საერთაშორისო გამოცდილებასა და ხარისხის უმაღლეს სტანდარტებს აერთიანებს. მისი პორტფოლიო გამორჩეული პროექტებისგან შედგება: კრწანისის დიპლომატიური უბნის ექსკლუზიური კომპლექსი ZION Krtsanisi Embassies, პრესტიჟული ვილები წავკისში — ZION Olive Gardens, Radisson Individuals-ის ქსელის სასტუმრო ქუთაისში და A-კლასის ბიზნეს ცენტრები თბილისში.

სულ სხვა სტანდარტის შესაქმნელად, „ზიონი“ გლობალურ ლიდერებთან თანამშრომლობს, როგორებიცაა შვეიცარიული Schindler, სკანდინავიური Akukon და ისრაელის წამყვანი მენეჯმენტ-ჯგუფი Capital Maintenance.

ლიბერთის შესახებ:

ლიბერთი ბანკი საქართველოში ერთ-ერთიუმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტია და ემსახურება1.7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 60,000-ზე მეტმცირე და საშუალო ბიზნესს.

ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზეფართო ქსელით: 500-მდე მომსახურების ცენტრით, 700-მდე ბანკომატით, ყველა რეგიონსა დამუნიციპალიტეტში. დასაქმებულ თანამშრომელთარაოდენობა 5,600- აღემატება. ბანკის აქტივები5.8 მლრდ ლარს შეადგენს, მთლიანი საკრედიტოპორტფელი 4.2 მლრდ ლარია, ხოლო დეპოზიტების პორტფელი 4.17 მლრდ ლარი. ბანკის 2025 წლის წმინდა მოგება 128 მილიონილარია.