ესპანეთის ერთ-ერთი მსხვილი აეროპორტი ამ კვირაში ერთ თვეზე მეტი ხნით დაიხურება ასაფრენი ბილიკის კრიტიკულად მნიშვნელოვანი სარემონტო სამუშაოების გამო.
სანტიაგო როსალია დე კასტროს აეროპორტი, რომელიც ესპანეთის ჩრდილოეთ ნაწილში სიდიდით მეორეა, ხუთშაბათიდან, 23 აპრილიდან, ოთხშაბათამდე, 27 მაისამდე დაიხურება. გალისიაში მდებარე აეროპორტი, რომელსაც ესპანური ოპერატორი AENA მართავს, 2025 წელს 3.1 მილიონ მგზავრს მოემსახურა. სავარაუდოდ, ეს დახურვა ათასობით საერთაშორისო მოგზაურს შეეხება.
„ამ პერიოდის განმავლობაში აეროპორტი დაიკეტება ყველა სახის საჰაერო მოძრაობისთვის და არც გაფრენა და არც დაშვება განხორციელდება“, - ნათქვამია აეროპორტის ვებსაიტზე.
ისეთი მსხვილი ავიაკომპანიები, როგორიცაა Ryanair, Vueling და Iberia, სანტიაგო როსალიაში დაფრინავენ, რამაც შესაძლოა, ზაფხულის დატვირთული სეზონის წინ ბევრი ტურისტის გეგმები ჩაშალოს.
აეროპორტის ადმინისტრაცია ურჩევს მგზავრებს, რომლებიც შეშფოთებულნი არიან განრიგის ცვლილებებით, ფრენის სტატუსითა და ხელახალი დაჯავშნით, პირდაპირ დაუკავშირდნენ ავიაკომპანიებს.