ფოთში, ზღვაში რამდენიმე საათიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, მაშველებმა კიდევ ერთი, 14 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს.
შეგახსენებთ შემთხვევა გუშინ მოხდა, ორი 14 წლის მეგობარი ზღვაზე საბანაოდ წავიდა და გაუჩინარდა. ერთი მოზარდის ცხედარი გუშინვე იპოვეს.
ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, სასწრაფო დახმარებისა და სამაშველო ჯგუფები.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.