კანადა ქვეყანაში მედპერსონალის დეფიციტის პრობლემის მოგვარებას ახალი პროგრამით ცდილობს, რომლის მიზანიც კადრების უცხოეთიდან მიზიდვაა.

კანადის მთავრობის ოფიციალური განცხადების თანახმად, ქვეყნის  ჯანდაცვა კადრების უპრეცედენტო ნაკლებობას განიცდის. შედეგად, ჯანდაცვის სერვისების ხარისხი და ოპერატიულობა დაეცა. მოსახლეობა უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ სასწრაფო შემთხვევებშიც კი ოპერაციები 8 საათიანი დაგვიანებით ტარდება. 

ამიტომ მთავრობამ მიგრაციის პროგრამაში Express Entry-ში ცვლილებების შესახებ განაცხადა. 
ცვლილებების თანახმად, მთავრობა გასცემს მოწვევებს კანადაში მუდმივად ცხოვრების უფლების მოპოვებაზე იმ პირების მიმართ, ვისაც ჯანდაცვის სფეროში გარკვეული უნარები აქვს, ასევე გააჩნია მომზადების განსაზღვრული დონე და ენის ცოდნა.

ხელისუფლება ქვეყანაში სამუშაოდ ეპატიჟება სამედიცინო სფეროს სპეციალისტებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
ექიმები, მედდები, სტომატოლოგები, ფარმაცევტები, ფიზიოთერაპევტები და ოფთალმოლოგები აირჩევიან მიგრაციის ფარგლებში, მიწვევის საფუძველზე. პირველ ეტაპზე მათი რაოდენობა 500 იქნება.
განაცხადების შეტანის მეორე ეტაპი კი 5 ივლისიდან დაიწყება და ის 1500 ადამიანს შეეხება. 
ამ ეტაპზე საპილოტე პროექტმა საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია.

მიმდინარე წლის აპრილში, Express Entry-ში შეტანილ იქნა ცვლილებები, რომლებმაც გაამარტივა ვიზების გაცემა ექიმებისთვის, რომლებიც კანადაში სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ სამედიცინო სერვისებს ახორციელებენ.

კანადა ჯანდაცვის სფეროს კრიზისში პანდემიის პერიოდში შევიდა, კადრების არასათანადო რაოდენობის გამო მოსახლეობის ჯანდაცვის სფეროში სერიოზული შეფერხებებია.

2017-2022 წლებში კანადაში ჯანდაცვის სფეროს 21 656 ახალი კვალიფიციური კადრი შევიდა. 

 jandacva.ge