საქართველოში სადაზღვევო სექტორი სწრაფი ტემპით ვითარდება - ბაზარმა ბოლო ათწლეულში სამმაგ ზრდას მიაღწია და უკვე მილიარდიან ნიშნულს მნიშვნელოვნად გადააჭარბა, - ამის შესახებ დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა დავით ონოფრიშვილმა გადაცემა  "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა.

მისი თქმით, სადაზღვევო ბაზრის ყველაზე დიდი წილი სამედიცინო, ანუ ჯანმრთელობის დაზღვევას უჭირავს. 

"საკმაოდ სწრაფად ვითარდება საქართველოს სადაზღვევო ბაზარი. მაგალითად, 2016 წელს 400 მლნ ლარის ფარგლებში იყო სადაზღვევო პრემია, ხოლო 2023 წელს პირველად გადალახა 1 მლრდ-იანი ზღვარი. 2025 წელს, ამ მონაცემმა 1.4 მლრდ-ს მიაღწია.  ეს ზრდა არის 300% 10 წელიწადში და ეს არის ძალიან სწრაფი განვითარება. ბაზარზე 19 სადაზღვევო კომპანიაა, კონკურენცია მაღალია, მაგრამ რამდენადაც თავის დროზე ჩანასახი იყო დღეს უფრო მეტი საშუალებები აქვთ განვითარების და პოტენციალი კიდევ უფრო მეტია. შესაბამისად, სექტორში ხელფასებიც მზარდი და კონკურენტუნარიანია. 

სადაზღვევო ბაზრის ყველაზე დიდი წილი სამედიცინო, ანუ ჯანმრთელობის დაზღვევას უკავია და 43%-ს შეადგენს. ანუ დააახლოებით, 600 მლნ ლარის პრემია სადაზღვევო პოლისების მეშვეობით შემოდის, ეს მზარდია ბოლო წლებში, რაც ნიშნავს იმას, რომ სადაზღვევო კომპანიები მოსახლეობას კარგ პაკეტებს სთავაზობენ და მოსახლეობა ამას იღებს", - აცხადებს დავით ონოფრიშვილი. 

bp.ge