ევ­რო­პა სწრა­ფი ტემ­პით თბე­ბა, ეს გან­სა­კუთ­რე­ბით მის ყვე­ლა­ზე ცივ რე­გი­ო­ნებ­ში შე­იმ­ჩნე­ვა.

ევ­რო­პე­ლი მეც­ნი­ე­რე­ბის გან­ცხა­დე­ბით არ­ქტი­კა­სა და ალ­პებ­ში მდე­ბა­რე პლა­ნე­ტის კლი­მა­ტუ­რი ფარი, ყი­ნუ­ლის სა­ფა­რი, რო­მე­ლიც მზის შუქს ირეკ­ლავს და გლო­ბა­ლურ დათ­ბო­ბას ანე­ლებს, დნო­ბას იწყებს.

“მი­უ­ხე­და­ვად მკაც­რი ყინ­ვი­სა და უხვი ნა­ლე­ქის ცალ­კე­უ­ლი ეპი­ზო­დე­ბი­სა (რო­გო­რიც გა­სულ ზამ­თარს ალ­პებ­სა და რუ­სეთ­ში და­ფიქ­სირ­და), ცივი ზამ­თა­რი წარ­სულს ბარ­დე­ბა. სა­შუ­ა­ლო წლი­ურ­მა ტემ­პე­რა­ტუ­რამ ნორ­მას პრაქ­ტი­კუ­ლად ყველ­გან გა­და­ა­ჭარ­ბა და ამ დათ­ბო­ბის სე­რი­ო­ზუ­ლი შე­დე­გე­ბი უკვე ვლინ­დე­ბა,“ - ნათ­ქვა­მია ამინ­დის სა­შუ­ა­ლო­ვა­დი­ა­ნი პროგ­ნო­ზე­ბის ევ­რო­პუ­ლი ცენ­ტრის (ECMWF) ყო­ველ­წლი­ურ ან­გა­რიშ­ში.

ან­გა­რი­შის მი­ხედ­ვით, ევ­რო­პის იმ ტე­რი­ტო­რი­ე­ბის ფარ­თო­ბი, სა­დაც ზამ­თარ­ში თერ­მო­მეტ­რის ხაზი ნულს ქვე­მოთ თუნ­დაც ერთხელ მა­ინც ჩა­მო­დის, შემ­ცირ­და. ხოლო ძლი­ე­რი ყინ­ვე­ბი კონ­ტი­ნენ­ტის 90%-ზე გა­სულ ზამ­თარს ჩვე­უ­ლებ­რივ­ზე იშ­ვი­ა­თად და­ფიქ­სირ­და.

  • რო­გორ თბე­ბა ევ­რო­პა

  • ტემ­პე­რა­ტუ­რუ­ლი რე­კორ­დი: 2025 წელს ევ­რო­პის ტე­რი­ტო­რი­ის 95%-ზე სა­შუ­ა­ლო წლი­უ­რი ტემ­პე­რა­ტუ­რა ნორ­მა­ზე მა­ღა­ლი იყო.
  • ოკე­ა­ნე­ე­ბის გა­ხუ­რე­ბა: ევ­რო­პის ოკე­ა­ნუ­რი წყლე­ბის ზე­და­პი­რი 2025 წელს რე­კორ­დუ­ლად გათ­ბა. ეს რე­კორ­დი ზე­დი­ზედ უკვე მე­ო­თხე წე­ლია მყარ­დე­ბა.

მყინ­ვა­რე­ბის დნო­ბა: მყინ­ვა­რე­ბი მთელ ევ­რო­პა­ში დნე­ბა. გა­სულ წელს ის­ლან­დი­ა­ში მყინ­ვა­რის მა­სის წმინ­და და­ნა­კარ­გის მაჩ­ვე­ნე­ბელ­მა ის­ტო­რი­ა­ში მე­ო­რე ად­გი­ლი და­ი­კა­ვა, ხოლო თოვ­ლის სა­ფა­რი სა­შუ­ა­ლო მაჩ­ვე­ნე­ბელ­ზე 31%-ით ნაკ­ლე­ბი აღ­მოჩ­ნდა.

2025 წელს ხმელ­თა­შუა ზღვის ზე­და­პი­რის სა­შუ­ა­ლო ტემ­პე­რა­ტუ­რა, მე­ო­რე ყვე­ლა­ზე ცხე­ლი წელი იყო.

დათ­ბო­ბა პო­ლუ­სე­ბის­კენ მი­ე­მარ­თე­ბა: სით­ბუ­რი ანო­მა­ლი­ე­ბი უკვე ნორ­ვე­გი­ის ზღვა­ში, ჩრდი­ლო­ე­თის ყი­ნუ­ლო­ვა­ნი ოკე­ა­ნის იმ ნა­წილ­შიც და­ფიქ­სირ­და, რო­მე­ლიც ის­ლან­დი­ი­სა და ნორ­ვე­გი­ის ნა­პი­რებს აწყდე­ბა.

  • რა შე­დე­გე­ბი მოჰ­ყვე­ბა დათ­ბო­ბას?

მეც­ნი­ე­რებს ყვე­ლა­ზე მე­ტად ყი­ნუ­ლის დნო­ბა აშ­ფო­თებთ. თეთ­რი ყი­ნუ­ლი მზის სი­ნათ­ლეს ირეკ­ლავს, ოკე­ა­ნის მუქი წყლებს კი სა­პი­რის­პი­რო ეფექ­ტი აქვთ, ის­ნის სი­ნათ­ლეს შთან­თქა­ვენ, რაც პლა­ნე­ტის გათ­ბო­ბას კი­დევ უფრო აჩ­ქა­რებს.

ოკე­ა­ნე დე­და­მი­წის ზე­და­პი­რის 70%-ზე მეტს ფა­რავს და მან ბოლო ათწლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გლო­ბა­ლუ­რი სით­ბოს 90%-ის შთან­თქმა მო­ახ­დი­ნა. სულ რა­ღაც რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი მეტ­რის სიღ­რმე­ზე იმ­დე­ნი­ვე სით­ბო ინა­ხე­ბა, რამ­დე­ნიც დე­და­მი­წის მთელ ატ­მოს­ფე­რო­ში. რაც უფრო თბე­ბა ოკე­ა­ნე, მით უფრო მცირ­დე­ბა მისი უნა­რი, შთან­თქას ენერ­გია და შე­არ­ბი­ლოს ტემ­პე­რა­ტუ­რის მა­ტე­ბის ეფექ­ტი პლა­ნე­ტა­ზე.

  • ევ­რო­პე­ლი მეც­ნი­ე­რე­ბის პროგ­ნო­ზე­ბი არა­სა­ხარ­ბი­ე­ლოა:

თოვ­ლის დე­ფი­ცი­ტი: 2025 წლის მარ­ტში ევ­რო­პა­ში თოვ­ლის სა­ფა­რის ფარ­თო­ბი სა­შუ­ა­ლო­ზე 1,32 მლნ კვ. კმ-ით (31%) ნაკ­ლე­ბი იყო, რაც საფ­რან­გე­თის, იტა­ლი­ის, გერ­მა­ნი­ის, შვე­ი­ცა­რი­ი­სა და ავ­სტრი­ის ტე­რი­ტო­რი­ე­ბის სა­ერ­თო ფარ­თობს უდ­რის .

გრენ­ლან­დი­ის დნო­ბა: გრენ­ლან­დი­ის ყი­ნუ­ლის სა­ფარ­მა 139 გი­გა­ტო­ნა ყი­ნუ­ლი და­კარ­გა, რაც და­ახ­ლო­ე­ბით 1,5-ჯერ აღე­მა­ტე­ბა ევ­რო­პუ­ლი ალ­პე­ბის ყვე­ლა მყინ­ვა­რის მა­სას.

ტყის ხან­ძრე­ბი: გა­სულ წელს ევ­რო­პა­ში 1 მი­ლი­ონ ჰექ­ტარ­ზე მეტი ტყე და­იწ­ვა. ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი კვიპ­რო­სის კუნ­ძუ­ლის ტე­რი­ტო­რი­ის ფარ­თობს აღე­მა­ტე­ბა. ეს­პა­ნეთ­ში, დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში, ნი­დერ­ლან­დებ­სა და გერ­მა­ნი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ხან­ძრე­ბის ფარ­თობ­მა და ატ­მოს­ფე­რო­ში გაფ­რქვე­ულ­მა გა­მო­ნა­ბოლ­ქვმა რე­კორ­დულ მაჩ­ვე­ნებ­ლებს მი­აღ­წია.

წყლის ნაკ­ლე­ბო­ბა: ევ­რო­პის მდი­ნა­რე­ე­ბის 70%-ში წყლის დონე გა­სულ წელს უჩ­ვე­უ­ლოდ და­ბა­ლი იყო.

  • თუმ­ცა პროგ­ნო­ზებს ზოგ­ჯერ კარ­გი ამ­ბე­ბიც ახ­ლავს თან, მა­გა­ლი­თად გა­სულ წელს ევ­რო­პა­ში უფრო ნაკ­ლე­ბი წყალ­დი­დო­ბა და თავ­სხმა და­ფიქ­სირ­და, ვიდ­რე წინა წლებ­ში.

გარ­და ამი­სა, მცხუნ­ვა­რე მზე ევ­რო­პე­ლებს ნავ­თობ­ზე, ქვა­ნახ­შირ­სა და გაზ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის შემ­ცი­რე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა, რაც ენერ­გე­ტი­კუ­ლი კრი­ზი­სი­დან ერთ-ერთი მთა­ვა­რი გა­მო­სა­ვალს წარ­მო­ად­გენს. მზის ენერ­გი­ის გა­მო­ყე­ნე­ბა კი სათ­ბუ­რის აი­რე­ბის გაფ­რქვე­ვას ამ­ცი­რებს, რაც გლო­ბა­ლუ­რი დათ­ბო­ბის მთა­ვარ მი­ზე­ზად მი­იჩ­ნე­ვა.

გა­სულ წელს გა­ნახ­ლე­ბად­მა წყა­რო­ებ­მა ევ­რო­პის ელექტრო­ე­ნერ­გი­ის წარ­მო­ე­ბის თით­ქმის ნა­ხე­ვა­რი უზ­რუნ­ველ­ყვეს. აქე­დან ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლად, მზის პა­ნე­ლე­ბით გა­მო­მუ­შა­ვე­ბულ­მა ენერ­გი­ის წილ­მა 12,5% შე­ად­გი­ნა.

წყარო: ambebi.ge