თეთრმა სახლმა კონგრესს წერილობით აცნობა, რომ ირანის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებები „დასრულდა“, – ამის შესახებ „ესოშიეითიდ პრესი“ წერს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, კანონით, დონალდ ტრამპს პირველ მაისამდე კონგრესის თანხმობა უნდა მოეპოვებინა ომის გასაგრძელებლად.

„ესოშიეითიდ პრესი“ წერს, რომ თეთრი სახლის განცხადება ფაქტობრივად გვერდს უვლის კანონს, რადგან დონალდ ტრამპმა კონგრესს აცნობა, რომ საბრძოლო მოქმედებები „დასრულდა“, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკული ძალები რეგიონში კვლავ რჩებიან.

„შეერთებული შტატების ოპერაციების წარმატებისა და მდგრადი მშვიდობის უზრუნველსაყოფად მიმდინარე ძალისხმევის მიუხედავად, ირანის მხრიდან საფრთხე შეერთებული შტატებისა და ჩვენი შეიარაღებული ძალებისთვის კვლავ მნიშვნელოვანია“, – აღნიშნულია თეთრი სახლის განცხადებაში, რომელსაც  „ესოშიეითიდ პრესი“ ავრცელებს.

1tv.ge