UFC-ს მსუბუქი დივიზიონის (70კგ) ქართველმა ჩემპიონმა, ილია თოფურიამ თავისი მომავალი ბრძოლის შესახებ ისაუბრა, რომელსაც თეთრ სახლში ჯასტინ გეიჯის წინააღმდეგ ჩაატარებს.

„ჩემს ცხოვრებაში პირველად, ოქტაგონზე ისე შევალ, რომ ჩემი ცხოვრება არ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რა მოხდება იქ.

მადლობა ღმერთს იმ სტაბილურობის მოცემისთვის, რომლის წყალობითაც არც მე და არც ჩემს შვილებს არასდროს არაფერი მოგვაკლდება. ასე რომ, ახლა სულ სხვა ილიას ნახავთ.

თქვენ ნახავთ ელ მატადორს არა 100%-ით, არამედ 200%-ით – ადამიანს, რომელიც ნამდვილად ტკბება ამ ხელოვნებით. თუ აქამდე სახიფათო ვიყავი, ახლა უკიდურესად საშიში ვარ.

ჩემი შეხედულებით, ჯასტინს ხშირად სათანადო დაფასება არ აქვს. ვფიქრობ, ბრძოლას პირველივე რაუნდში დავამთავრებ და ყველა კომპონენტში უპირატესობა ჩემ მხარეს იქნება, თუმცა ეს არაფერს აკლებს იმ ფაქტს, რომ ის მაღალი დონის მებრძოლია.

გეიჯის კარიერა ძალიან შთამბეჭდავია და მის შეხვედრებს დიდი ინტერესით ვუყურებ. მიუხედავად ამისა, ახლა ჩვენი გზები გადაიკვეთა და ოქტაგონში შესვლისას ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, ვინ მელოდება“, – ამბობს თოფურია.

შერეულ ორთაბრძოლებში დაუმარცხებელი ილია თოფურია (17-0) ჯასტინ გეიჯის 15 ივნისს დაუპირისპირდება.

პირველი არხი