23 წლის გიორგი გახელაძე პირველი ქართველი ენდურო მოტომრბოლელია, რომელმაც წყალზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა. გიორგიმ ენდუროს ტიპის სპეციალურად აღჭურვილი მოტოთი “თბილისის ზღვა“ 80 კილომეტრ საათი სიჩქარით 2023 წლის მაისში გადაკვეთა და მსოფლიოს სამ რაიდერს შორის მოხვდა, რომლთაც წყალზე შორი მანძილი დაფარეს. ქობულეთის ახალი ბულვარის მიმდებარე სანაპიროდან ფოთში, მალთაყვას სანაპირომდე კი ამჯერად 100 კილომეტრამდე საათი სიჩქარით 33 კილომეტრი გაიარა, ავსტრალიელი რაიდერის რობი მედისონის შედეგი გააუმჯობესა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

2023 წლის საუკეთესო მოტოსპორტსმენმა საქართველოში „შავი ზღვის“ 35 მეტრ სიღრმემდე წყალზე პირველივე ცდაზე გაიარა და მიზნად ახალი მწვერვალების დაპყრობა დაისახა.

გიორგი გახელაძე 2017 წლიდან დღემდე საქართველოს ენდურო ჩემპიონატების დაუმარცხებელი ჩემპიონია. 

წყარო: "ინტერმედია"