კავკასიის ბუნების ფონდთან (CNF) გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში, დაცული ტერიტორიების სააგენტოს კვადროციკლები გადმოეცა, - ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

კვადროციკლებით აღიჭურვა რაჭის ეროვნული პარკი, რომელიც ახლად შექმნილი დაცული ტერიტორიაა. ახალი სატრანსპორტო საშუალებები ხელს შეუწყობს რეინჯერებს, ეფექტიანად განახორციელონ პატრულირების პროცესი.

დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და კავკასიის ბუნების ფონდს (CNF) შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულება 5 წლის განმავლობაში რაჭის ეროვნული პარკის აღჭურვას ითვალისწინებს სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებით და ინვენტარით;

ხელშეკრულების ფარგლებში, ასევე, გათვალისწინებულია თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება პროფესიული ტრენინგ კურსების გავლის გზით.

აღსანიშნავია, რომ ახალი დაცული ტერიტორიების, მათ შორის, რაჭის ეროვნული პარკის განვითარებისთვის,  კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) მიერ ჯამში, დაახლოებით, 4 248 650 ლარის ინვესტიციის განხორციელებაა დაგეგმილი, ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.