ირმის ნახტომის ცენტრთან მდებარე ვარსკვლავები შესაძლოა ბნელი მატერიით იკვებებიან. New Scientist-ის ცნობით, ამ საკითხის შესასწავლად NASA-ში კომპიუტერულ მოდელირებას მიმართეს და დაასკვნეს, რომ ამ რეგიონში ვარსკვლავები შესაძლოა ბნელ მატერიას ენერგიის დამატებით წყაროდ იყენებენ, რაც „ახალგაზრდობის პარადოქსს“ ხსნის - შეუსაბამობას ამ ვარსკვლავების გამოსხივებასა და მათ ასაკს შორის.
ასტრონომებმა ამ შეუსაბამობას 20 წლის წინ მიაქციეს ყურადღება. მაშინ სპეციალისტებმა შეამჩნიეს, რომ გალაქტიკის ცენტრში ვარსკვლავები უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებიან, ვიდრე მათი მასის გათვალისწინებით არის მოსალოდნელი. ასევე, ამ რეგიონში ძველი ვარსკვლავები პრაქტიკულად არ არსებობს.
NASA-ში მიიჩნევენ, რომ ბნელი მატერიის ენერგიის გამოყენებით, ვარსკვლავები პრაქტიკულად „უკვდავები“ ხდებიან.