„ჩვენ ამ სეზონზე ნამდვილად არაფერი გვემუქრება“, - ამის შესახებ ბიოლოგმა, „მწვანეთა მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნინო ჩხობაძემ „პირველ არხთან“ ინტერვიუში, შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ზღვის მარილიანობა ბიოლოგიურ დაბინძურებას ანეიტრალებს. გარდა ამისა, კახოვკას ჰესის აფეთქების შედეგად წარმოქმნილი ქიმიური მასა ოდესის სანაპიროზე უკვე დაილექა.
„ბიოლოგიური დაბინძურება ვერ იქნება, რადგან ზღვის მარილიანობა საკმაოდ დიდია და ის თავისთავად აკეთებს ნეიტრალიზებას. ჩვენამდე ბიოლოგიური დაბინძურება ნამდვილად ვერ მოვა, ისევე, როგორც ვერ მოვა სხვა ნალექები. იმიტომ, რომ ეს ძალიან დიდი მასა უკვე დაილექა ოდესის სანაპიროზე“, - აღნიშნა ბიოლოგმა.


