რომის აეროპორტების მმართველი კომპანია Aeroporti di Roma განიხილავს შესაძლებლობას, დროებით უარი თქვას ევროკავშირის ციფრულ სასაზღვრო სისტემაზე იმ ქვეყნების მოქალაქეებისთვის, რომლებიც შენგენის ზონაში არ შედიან. ბიომეტრიული მოდული ტურისტების მოზღვავებას ვერ აუდის, იტყობინება The Guardian.

კომპანიის ხელმძღვანელს, მარკო ტრონკონეს სურს თავიდან აიცილოს საცობები ტერმინალებში მგზავრთა ნაკადის ზაფხულის პიკის დროს. ევროპული რეგისტრაციის სისტემა ჯერ კიდევ აპრილში, გაშვებისთანავე ხარვეზებით მუშაობდა. ტურისტული სეზონის გაჩაღებისას კი, მის გამო აეროპორტში კოლაფსი დაიწყო. რეგისტრაციის გავლისთვის, უცხოელებმა პირველი შემოყვანისას (შესვლისას) უნდა გადაიღონ ფოტო და ჩააბარონ თითის ანაბეჭდები. ტრონკონე ამტკიცებს, რომ არსებული სისტემა ვერ უძლებს მაქსიმალურ დატვირთვას, ამიტომ ადმინისტრაცია შემოწმებების გამარტივებას გეგმავს.

ევროკავშირის სასაზღვრო სისტემის გაშვების შემდეგ, აეროპორტებში რიგები არა მხოლოდ იტალიაში, არამედ საბერძნეთში, პორტუგალიასა და კვიპროსზეც გაჩნდა. საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია (IATA) აფრთხილებს მგზავრებს, რომ საზღვრებზე ლოდინის დრომ შესაძლოა ექვს საათამდე მიაღწიოს. ევროკომისია რეგლამენტის შეცვლას არ გეგმავს — ბრიუსელში შეფერხებებს სასაზღვრო პერსონალის დეფიციტს უკავშირებენ და არა ახალი ტექნოლოგიების დანერგვას.