Apple-მა ახალი iPhone 16e წარადგინა, რომლის ფასი 599 დოლარიდან იქნება. ინფორმაციას Forbes ავრცელებს.

„ეს არის iPhone 16-ის ხაზის დამატება, რომელიც გთავაზობთ „ძლიერ ფუნქციებს უფრო ხელმისაწვდომ ფასად“, - აცხადებენ კომპანიაში.

ახალი მოდელი სავარაუდოდ ჩაანაცვლებს iPhone SE-ის, რომელიც ასევე ბიუჯეტურად ითვლებოდა. Apple-მა გადააკეთა მოწყობილობა ღილაკის მოხსნით და უფრო დიდი ეკრანის დამატებით.

ახალი მოდელი აღჭურვილია A18 ჩიპით, როგორიც აქვს iPhone 16 და iPhone 16 Plus-ს. მოწყობილობა ასევე მხარდაჭერილია Apple Intelligence ხელოვნური ინტელექტის სისტემით. უკანა პანელზე არის ერთი კამერა 48 მეგაპიქსელამდე გარჩევადობით, ხოლო წინა კამერები განლაგებულია ეკრანის ზედა ნაწილში.

ახალი iPhone 16e ასევე შეიცავს რეგულირებადი მოქმედების ღილაკს, ისევე როგორც უახლესი, უფრო ძვირი მოდელების მსგავსად, ასევე სატელიტურ ქსელებთან დაკავშირების შესაძლებლობას.

კომპანია ირწმუნება, რომ ახალი ტელეფონის დატენილი ბატარეა ძლებს ექვს საათზე მეტხანს ვიდრე iPhone 11-ს და 12 საათით მეტს ვიდრე iPhone SE-ის ყველა თაობა.