ახალი წლის ღამეს თბილისში პიროტექნიკის გამოყენების შედეგად დაშავების გამო სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურში 33 ზარი შევიდა. მათ შორის ჰოსპიტალიზაცია 20 მოქალაქეს დასჭირდა. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრიდან აცნობეს.
რაც შეეხება სხვა ქალაქებსა და რეგიონებს, პიროტექნიკის გამოყენების შედეგად მიღებული დაზიანებების გამო დაფიქსირდა 25 შეტყობინება, აქედან 20 პაციენტი ჰოსპიტალიზებულია.
ცენტრის ინფორმაციითვე, ახალი წლის ღამეს თბილისში ალკოჰოლის მოხმარებასთან დაკავშირებით 208 გამოძახება დაფიქსირდა. ამ მიზეზით ჰოსპიტალიზებულია 64 ადამიანი. რეგიონების მასშტაბით კი დაფიქსირდა კვებითი და ალკოჰოლური ინტოქსიკაციის 110 შემთხვევა, ჰოსპიტალიზებულია 67 პაციენტი.