2024 წელს ნორვეგიაში ყოველი შეძენილი 10 ავტომობილიდან ცხრა ელექტრომობილი იყო. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ნორვეგიის საგზაო ფედერაციის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ყველაზე გაყიდვადი ბრენდები „ტესლა“, „ვოლცვაგენი“ და „ტოიოტა“ იყო. ნორვეგიაში 2024 წელს ჩინურმა ელექტრომობილებმა ახალი მანქანების გაყიდვების თითქმის 10% შეადგინა.
„ნორვეგია იქნება პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელიც წაშლის ბენზინისა და დიზელის ძრავებიან ავტომობილებს ახალი ავტომობილების ბაზრიდან“, – განაცხადა ნორვეგიის ელექტრომომარაგების ასოციაციის ხელმძღვანელმა, კრისტინა ბუმ.
როგორც „როიტერი“ წერს, მომხმარებელთა არჩევანი დიდწილად განპირობებულია ოსლოს თანმიმდევრული პოლიტიკით, რადგან ნორვეგიაში ბენზინისა და დიზელის ავტომობილები მაღალი პროცენტებით იბეგრება, ხოლო ელექტრომობილები იმპორტისა და დამატებითი ღირებულების გადასახადებისგან თავისუფალია.
წყარო: 1 არხი