ზამთრის სეზონის ფაქტობრივად ჩავარდნის ზღვარზეა. ტურისტული კომპანიები კლიენტებს მიყოლებით კარგავენ, ჯავშნების მოცულობა შემცირებულია.
როგორც ტურიზმის სექტორში ამბობენ, ვიზიტორების უარის მიზეზი ქვეყანაში შექმნილი მძიმე პოლიტიკური ვითარებაა. ძალადობამ და არა ადამიანური მეთოდებით მომიტინგეების დაშლამ, უცხოელები განსაკუთრებით დააფიქრა. მცირდება საქართველოდან უცხოეთში დაგეგმილი ტურების რაოდენობაც.
გიდები ამბობენ, რომ ზაფხულამდე ჯავშნები ტურებზე აღარ აქვთ.
"ზამთარში გაუქმებები ძალიან ბევრი. დაახლოებით 3 დან 4 მილიარდ დოლარამდე არ შემოვა ქვეყანაში 2025 წელს. ეს არის სასტუმროები, გიდები, მძღოლები, ყველა ის ვინც რაღაცა სუვენირის ყიდის ქუჩაში. უამრავი ადამიანი პირდაპირ თუ ირიბად ჩართულია ამ სფეროში და მათი ნაწილი დარჩება მცირე შემოსავლით ან საერთოდ შემოსავლის გარეშე.
მე უნდა ვიცოდე რას ვაკეთებ შემდეგ წელს, მე რა ვიცი გარდა 3-5 ტურისა, რომელიც მაქვს დადასტურებული და ჯერ ჯერობით არაფერს არ ამბობენ ეს ადამიანები, ეს არის საუბარი მაისი, ივნისი, ივლისის პერიოდზე. სასტუმროების ნაწილი აის დახურული, ისიც არ ვიცი რომელი სასტუმრო და რესტორანი იმუშავებს ვისთანაც ვთანამშრომლობ'', - ამბობს გიდი ალექსანდრე გიორგაძე.
წყარო: tv pirveli
შეგახსენებთ, ტუროპერატორების ნაწილი, ბაკურიანიდან და გუდაურიდან, სეზონით კმაყოფილია და ამბობენ რომ პოლიტიკურ ვნებათაღელვას მათთან ჯავშნებზე უარყოფითი გავლენა არ მოუხდენია.