საინვესტიციო ბანკი Galt & Taggart-ი 2026 წელს საქართველოს ეკონომიკის 7.5%-ით ზრდას, ხოლო 2027–ში 6.0%-ით ზრდას პროგნოზიებს – ამის შესახებ ნათქვამია Galt & Taggart-ის კვირის მიმოხილვაში.
„საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის სექტემბერში რეალური მშპ წლიურად 6.0%-ით გაიზარდა წინა თვის 6.3%-იანი ზრდის შემდეგ. ჯამურად, 2026 წლის სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა 7.4%-ით გაიზარდა. სექტემბერის ზრდა ძირითადად განაპირობა მშენებლობის, ინფორმაცია & კომუნიკაციის, სამთომოპოვებითი მრეწველობის, ვაჭრობის და საფინანსო საქმიანობის დარგებმა. ამასთან, კლება დაფიქსირდა დამამუშავებელი
მრეწველობის დარგში.
ჩვენი პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა 7.5%-ით გაიზრდება 2026 წელს, ხოლო 6.0%-ით 2027 წელს“ – ნათქვამია მიმოხილვაში.