მსოფლიოში ყველაზე მეტი ხელფასი დაკავებული პოზიციისთვის სინგაპურის პრემიერს აქვს და წელიწადში 1.6 მლნ დოლარს აჭარბებს, - ამის შესახებ აღნიშნულია PoliticalSalaries მსოფლიო ლიდერების ხელფასების რეიტინგში.

რეიტინგის ათეულში მოხვდნენ გერმანიის, შვეიცარიის, ამერიკის, ავსტრალიის, ავსტრიის, ბელგიის, ახალი ზელანდიის, კანადისა და კაიმანის კუნძულების პოლიტიკური ლიდერებიც.

აღსანიშნავია ისიც, რომ ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობასთან მიმართებით, ყველაზე მაღალი ხელფასი, 74 100 დოლარი ვანუატუს პრემიერს აქვს, რაც ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს 2235%-ს შეადგენს.

სურათზე წარმოდგენილია მსოფლიო ლიდერები უმაღლესი ხელფასებით და მათ ქვეყნებში მშპ ერთ სულ მოსახლეზე.

რაც შეეხება საქართველოს, 1-ლი იანვრიდან სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების ანაზღაურება გაიზარდა. იმ თანამდებობის პირებს შორის, რომელთა ანაზღაურებაც ყველაზე მეტად გაიზრდება, არიან პრეზიდენტი, პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე, მისი მოადგილეები, კომიტეტის თავმჯდომარეები, პარლამენტის წევრები და ა.შ. სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის თანამდებობრივი სარგოს გამოსათვლელად შესაბამისი კოეფიციენტები გამოიყენება. ყველაზე მაღალი 10 კოეფიციენტით შეფასებულია პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, ასევე პარლამენტის თავმჯდომარის სარგო.

ცნობისთვის, საქართველოს კანონის შესაბამისად სახელმწიფო ბიუჯეტით ყოველწლიურად განისაზღვრება საბაზო თანამდებობრივი სარგო, რაც 2025 წლის მდგომარეობით 1 460 ლარს შეადგენს. ასე დაანგარიშების შემთხვევაში გამოდის, რომ პრემიერის, პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარის შემოსავალი ამ თანამდებობებზე წლიურად 175 200 ლარი იქნება (საშემოსავლოს ჩათვლით).

რაც შეეხება მშპ-ს ერთ სულ მოსახლეზე, ბოლო მონაცემები საქსტატზე 2024 წლის მესამე კვარტალში გამოქვეყნდა და 9 თვის მონაცემებით 18 ათას ლარს აჭარბებდა, 2023 წელს კი მშპ ერთ სულ მოსახლეზე 21 769 ლარი იყო.

წყარო: bpn.ge