აზერბაიჯანში სატრანზიტო სარკინიგზო გადაზიდვები 1-ლი იანვრიდან საგზაო გადასახადისგან გათავისუფლდა, - ამის შესახებ ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო Report-ი  იუწყება.

უცხო ქვეყნის სატვირთო, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტომობილები სხვა ქვეყნის ტერიტორიიდან აზერბაიჯანის რკინიგზის პირველ სადგურამდე საქონლის ტრანსპორტირებისას საგზაო გადასახადისგან 2 წლის ვადით თავისუფლდება.

რკინიგზით გადაზიდული ტვირთი ბოლო სადგურამდე და უცხო ქვეყნის სატვირთო, მისაბმელიანი ან ნახევრადმისაბმელიანი ავტომობილებით სხვა სახელმწიფოში ტრანსპორტირებისას საგზაო გადასახადისგან, ასევე, თავისუფლდება.