ამერიკელი რეპერის, შონ კომბსის (ის უფრო ცნობილია როგორც „პი დიდი“ ან „პაფ დედი“) ბნელი მხარე წარმოჩენილია ახალ დოკუმენტურ ფილმში, რომელიც არტისტთან დაახლოებულ ადამიანები მონაწილეობენ. ისინი საუბრობენ პერსონაზე, რომელიც ბოლო ათწლეულების განმავლობაში სხვადასხვა დანაშაულის ჩადენაში, მათ შორის სექს-ტრეფიკინგსა და არასრულწლოვნებზე სექსუალურ ძალადობაშია ბრალდებული. ფილმი სახელწოდებით, „პი დიდი: ცუდ ბიჭად გადაქცევა“, ამერიკულ პლატფორმა „Peacoc“-ზე 14 იანვარს გამოვა.

ბავშვობის მეგობარი, პირადი მცველი, ვიზაჟისტი, სტაჟიორი და პროდიუსერიც კი - ესენი არიან რეპერთან დაახლოებული ადამიანები, რომლებიც მისი ცხოვრებისა და ქცევის დეტალების შესახებ სპეციალურ 90-წუთიან დოკუმენტურ ფილმში საუბრობენ და პი დიდის „მონსტრად“ წარმოაჩენენ.

„მართალი გითხრათ, მის გვერდით ყოფნა არ მინდოდა, თუ კამერები ჩართული არ იყო“, - ამბობს დოკუმენტურ ფილმში გადაღებული ერთ-ერთი მოწმე. „შონს (კომბსს) დიდი ხანია ვიცნობ და ბევრი მომენტიც მაქვს გადაღებული. თუ მის ოთახში წითელი შუქი ენთო, ეს ნიშნავდა, რომ რთ-ერთ დამსწრესთან სექსი ჰქონდა. ბევრი მათგანი, ვინც ამ ოთახში შედიოდა, არასრულწლოვანი იყო“, - დასძენს დოკუმენტურ ფილმში გადაღებული კიდევ ერთი პირი.

ამერიკელ რეპერსა და ბიზნესმენს ბრალი 120-ზე მეტ სისხლის სამართლის დანაშაულში წაუყენეს, რომელთა შორის არის 1991-2023 წლებში ჩადენილი სექსუალური გადაცდომა, არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალური ძალადობა და სექს-ტრეფიკინგი.

შონ კომბსი ამჟამად ნიუ-იორკში, ბრუკლინის ციხეში იმყოფება და სასამართლო პროცესს ელოდება, რომელიც მიმდინარე წლის 5 მაისს მანჰეტენშია დაგეგმილი. ის ყველა ბრალდებას უარყოფს.

წყარო: 1tv.ge