ერთ-ერთი უმსხვილესი რუსული ავიაკომპანია „აზიმუტი“ საქართველოში ფრენას იწყებს. ამის შესახებ გაზეთი „იზვესტია“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
აღნიშნულია, რომ საქართველოს დედაქალაქი თბილისი Azimuth-ის ვებგვერდზე უკვე გამოჩნდა დანიშნულების ქალაქებს შორის. ამასთან, რუსეთისა და საქართველოს ქალაქებს შორის პირდაპირი ფრენების ბილეთები ჯერ არ იყიდება.
მანამდე, საქართველოში ფრენების დაწყებასთან დაკავშირებით მზადყოფნა გამოთქვა, ავიაკომპანია Red Wings-მა. Red Wings-ის წარმომადგენელმა „ვედომოსტს“ განუცხადა, რომ თუ ფრენების განხორციელების ნებართვა იქნება, ავიაკომპანია მზადაა საქართველოს ხარჯზე გააფართოოს მარშრუტების ქსელი. Red Wings Airlines თვლის, რომ ფრენები საქართველოში საინტერესო და პერსპექტიულია არა მხოლოდ ტურისტული ბიზნესის, არამედ საქმიანი ურთიერთობისა და გასტრონომიული ტურიზმის თვალსაზრისითაც.