აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა საქართველოს-რუსეთს შორის ფრენების აღდგენაზე ისაუბრა.

მისი თქმით, თუ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები აღდგება, კომპანიები რომლებიც საქართველოს აეროპორტებში ოპერირებენ შესაძლოა სანქციების რისკის ქვეშ დადგნენ.

"ახლა არცერთი ქვეყნის მხრიდან რუსეთთან ჩართულობის გაზრდის დრო არ არის", - განაცხადა პატელმა.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ 15 მაისიდან. მეორე განკარგულებით, მან გააუქმა რუსული ავიაკომპანიების ფრენების და საქართველოში ტურების გაყიდვის აკრძალვა, რომელიც 2019 წლიდან მოქმედებდა.