რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენებზე აკრძალვა მოხსნა. ამის შესახებ ბრძანება რუსეთის ოფიციალურ ინტერნეტ პორტალზე გამოქვეყნდა.
„ამჟამად, გადამზიდავები ფრენების აღსადგენად ემზადებიან. რუსული ავიახაზები მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით და უკან კვირაში 7 პირდაპირ რეისს შეასრულებენ. ფრენები შიდა წარმოების თვითმფრინავებით განხორციელდება", - განაცხადა პუტინმა.
დოკუმენტის თანახმად, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის 2019 წლის 21 ივნისის ბრძანება ძალადაკარგულად გამოცხადდა, რომელიც რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენას უკრძალავდა.