თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან ხმაურია. არსებული ცნობით, აქციის რამდენიმე მონაწილეს სამართალდამცველებმა ხელბორკილები დაადეს და ტერიტორია დაატოვებინეს. აქციის მონაწილეების თქმით, ერთ-ერთი დაკავებული სპეციალური საჭიროების მქონე პირია. არსებული ცნობით დაკავებულია ექვსი ადამიანი.
ერთ-ერთი პოლიციელი აცხადებს, რომ დაკავების სავარაუდო მიზეზი, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაა.
შეგახსენებთ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან სამოქალაქო აქტივისტების აქცია მიმდინარეობს ლოზუნგით „არა პირდაპირ ფრენებს რუსეთთან“. რუსეთიდან პირდაპირი რეისით საქართველოში ჩამოსულ თვითმფრინავს და მის მგზავრებს აქტივისტები საყვირებით და ბანერებით დახვდნენ.