2027 წელს სასტუმროების ფასები თითქმის ყველა მსხვილ ბაზარზე გაიზრდება, – ამის შესახებ ნათქვამია American Express GBT-ის (Amex GBT) ყოველწლიურ Hotel Monitor 2027 პროგნოზში.

ანალიტიკოსები ფასების ზრდის მთავარ ფაქტორებად კორპორატიულ მოგზაურობაზე გაზრდილ მოთხოვნას და ინფლაციურ ზეწოლას ასახელებენ. ტარიფების დინამიკაზე დამატებით გავლენას ახდენს გეოპოლიტიკური გაურკვევლობა, მათ შორის ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტთან დაკავშირებული, და საჰაერო მგზავრობის ფასების ზრდა.

სასტუმროების ყველაზე მაღალი ფასები მოსალოდნელია სან-პაულუში (+10.9-12.2%), მადრიდში (+6.1-9.2%) და მეხიკოში (+4.7-7.1%). ლონდონში ფასები შესაძლოა 3.6-5.4%-ით, ხოლო პარიზში 3.1-4.8%-ით გაიზარდოს, რაც განპირობებულია ამ ქალაქებში მასშტაბური ღონისძიებებისა და საქმიანი ვიზიტების მაღალი მოთხოვნით.

ვრცლად buyingbusinesstravel – ზე