ბრიტანულმა ლუქს კლასის ავტომობილების მწარმოებელმა Bentley-მ (Volkswagen Group-ის ნაწილი) თავისი პირველი სრულიად ელექტრო ავტომობილი წარადგინა, იტყობინება CNBC. სრულამძრავიან Torcal მოდელს 600 კმ-ის გავლის დიაპაზონი აქვს და ელექტროძრავის წყალობით, ნულიდან 100 კმ/სთ-მდე სამ წამზე ნაკლებ დროში აჩქარება შეუძლია.

ავტომობილის ფასი 173 ათასი ფუნტი სტერლინგიდან (229 ათასი დოლარი) დაიწყება. Torcal–ი Bentley-ის სერიაში მეოთხე ავტომობილი იქნება. კომპანია ასევე აწარმოებს Continental GT-ს, Flying Spur-ს და Bentayga-ს.

ვრცლად interfax – ზე