ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ „აფხაზეთის ტელევიზიასთან“ საუბარში კომენტარი გააკეთა სოხუმის აეროპორტის აღდენით სამუშაოებთან დაკავშირებით და ამასთან რუსეთ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენაც შეაფასა.
„რაც შეეხება საჰაერო კომუნიკაციებს, (რუსეთთან) ამ კუთხით ჩვენც ვმუშაობთ, აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის საჰაერო კომუნიკაციის შესახებ მთავრობათაშორისი შეთანხმების დოკუმენტი უნდა გაფორმდეს. სანამ ჩვენ ამით ვიყავით დაკავებული, საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლა აღადგინეს. ამას ჩვენზე არანაირაი გავლენა არ აქვს, ეს მხარეების საქმეა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საჰაერო კომუნიკაცია იყოს ჩვენსა და რუსეთს შორის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ამ საკითხს მოვაგვარებთ. არის სირთულეები, არის დაბრკოლებები, მაგრამ მუშაობა მაინც გრძელება“, - თქვა ბჟანიამ.
მანამდე იუწყებოდნენ, რომ დე ფაქტო მთავრობამ რუსეთის ფედერაციასთან სამთავრობათაშორისო შეთანხმების პროექტის დეტალური შესწავლა დაიწყო სოხუმის აეროპორტის ფუნქციონირების აღდგენისა და შემდგომი ექსპლოატაციის შესახებ.
ვრცლად radiotavisupleba.ge