ევროპარლამენტი საქართველოზე რეზოლუციას 28 ნოემბერს მიიღებს. ამ დროისთვის ევროპის საკანონმდებლო ორგანოში რეზოლუციის რამდენიმე პროექტია დარეგისტრირებული. მათ შორის ივანიშვილისა და ოცნების სხვა ლიდერების კახი კალაძისა და ირაკლი კობახიძის დასანქცირების მოთხოვნით. ასევე ერთ-ერთ პროექტში ნათქვამია, რომ ვერ აღიარებენ არჩევნების შედეგებს, თუკი ადეკვატური გამოძიება არ ჩატარდება. ამ ეტაპზე რეგისტრირებულია პოლიტიკური ჯგუფის "განაახლე ევროპას" - Renew-სა , მწვანეების და ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციების პროექტები.

28 ნოემბერს პოლიტიკური ჯგუფების მიერ მომზადებული ტექსტებიდან ერთი შეჯერდება და სწორედ მას ეყრება კენჭი. პროცესს ეხმაურება "რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი და სოციალურ ქსელში წერს რომ მნიშვნელოვანია იქნება თუ არა რეზოლუციაში მოწოდება საქართველოში ახალი არჩევნების ჩატარებისკენ

მთავარი არხი