Edison Research-ის ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, 5%-იან საარჩევნო ბარიერს 5 პოლიტიკური სუბიექტი ლახავს.
ტელეკომპანია “ფორმულას“ დაკვეთით შესრულებული ეგზიტპოლის მიხედვით, პარლამენტის არჩევნებში, რომელიც სრულად პრიპორციული წესით ჩატარდა, შედეგები ასე ნაწილდება:
- ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო - 40.9%
- ერთიანობა: ენმ, სტრატეგია აღმაშენებელი, ევროპული საქართველო - 16.7%
- კოალიცია ცვლილებისთვის: გვარამია, მელია, გირჩი, დროა - 16.7%
- ძლიერი საქართველო: ლელო, ხალხისთვის, თავისუფლების მოედანი, მოქალაქეები - 10.3%
- გახარია - საქართველოსთვის - 8.2%
- გირჩი (იაგო ხვიჩია) - 2.3%
- ლეიბორისტული პარტია - 2%
- პატრიოტთა ალიანსი/ალტ ინფო - 2%
- სხვა პარტიები - 0.9%
ეგზიტპოლი Edison Research-ს TV ფორმულამ დაუკვეთა. მათივე ცნობით, გამოიკითხა 14946 არჩევნებში მონაწილე ადამიანი. ცდომილების ზღვარი +/- 2,5%, 95%-იანი სანდოობის ზღვრისთვის.
ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, „გორბის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების მიხედვით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში 5%-იანი ბარიერი 4-მა პარტიამ გადალახა.
- „ქართულმა ოცნებამ“ ხმების - 56. 1 % მიიღო;
- „კოალიცია ცვლილებისთვის“ – 12.6 %;
- „ერთიანობა ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 11.6 %;
- „ძლიერი საქართველო“ – 7.0 %;
- „გახარია საქართველოსთვის“ – 4.8 %;
„მთავარი არხის“ დაკვეთით, Harris X-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების მიხედვით, 20:00 საათისთვის 5%-იან ბარიერი 5-მა საარჩევნო სუბიექტმა გადალახა.
უფრო კონკრეტულად, Ipsos-ის ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ ამომრჩეველთა 42%-ის მხარდაჭერა აქვს.
სხვა პოლიტიკური სუბიექტების შედეგები კი ასეთია:
„კოალიცია ცვლილებისთვის“ – 18%
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ – 13%
„ძლიერი საქართველო“- 9%
„გახარია საქართველოსთვის“ – 8%
სად წავა და როგორ გადანაწილდება, რა ბედი ეწევა, ბარიერს მიღმა დარჩენილ პარტიებზე მიცემულ ხმებს? - წაიკითხეთ "კომერსანტის" სტატია.
შეგახსენებთ, დღეს, 26 ოქტომბერს, საქართველომ XI მოწვევის პარლამენტი აირჩია. ქვეყნის ისტორიაში ეს პირველი საპარლამენტო არჩევნებია, რომელიც სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდა - პარლამენტის 150-ვე მანდატი პროპორციული წესით იმ საარჩევნო სუბიექტებს შორის განაწილდა, ვინც 5%-იან საარჩევნო ბარიერს გადალახავს. ასევე პირველად, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ელექტრონული არჩევნებია, სადაც ამომრჩეველთა დაახლოებით 90% ხმა ელექტრონული მოწყობილობების მეშვეობით მისცა. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენდა. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით კი არჩევნებში 3 113 747 ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში 18 საარჩევნო სუბიექტი მონაწილეობდა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს საერთაშორისო ორგანიზაციის 1700-ზე მეტი და ადგილობრივი ორგანიზაციის 23 000-ზე მეტი დამკვირვებელი დააკვირდა. საარჩევნო პროცესს დააკვირდება 76 საერთაშორისო ორგანიზაციის 1700-ზე მეტი დამკვირვებელი, 111 ადგილობრივი ორგანიზაციის 23 000-ზე მეტი დამკვირვებელი, ასევე პროცესს აშუქებდა 199 მედია ორგანიზაციის 2800-ზე მეტი წარმომადგენელი. ჯამში წელს საპარლამენტო არჩევნებს 24 700 ქართველი და უცხოელი დამკვირვებელი დააკვირდა.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში ყველაზე ძვირად ღირებული არჩევნებიცაა. წელს საარჩევნო ადმინისტრაციის ბიუჯეტი 171 მილიონი ლარია, საიდანაც უშუალოდ არჩევნების ჩატარების ღონისძიებები 126.5 მილიონი ლარი ჯდება. ამ თანხიდან 54 მილიონი ლარი ხმის მიცემის ელექტრონული აპარატების შესყიდვაზე დაიხარჯა, რაც კომპანია Smartmatic-თან გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე მოხდა. ხელფასებზე კი წელს ცესკოში 42.7 მილიონი ლარის ხელფასების გაცემა იგეგმება, რაც არასაარჩევნო 2023 წელთან შედარებით ორჯერ მეტია.
რაც შეეხება, პარტიების დაფინანსებას, პოლიტიკურ პარტიები პოლიტიკურ შემოწირულობებთან ერთად სახელმწიფოსგან გარანტირებულ საბიუჯეტო დაფინანსებასაც იღებენ, რაც საპარლამენტო არჩევნებზე მათ შედეგებზე არის მიბმული, პოლიტიკური პარტიების დაფინანსება გადახედვას ყოველ 4 წელში, საპარლამენტო არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე ექვემდებარება. ამ მიზნისთვის ცესკო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების საფუძველზე ყოველწლიურად 12,742,941 ლარის დაფინანსებას გასცემს.
როგორ ნაწილდება არსებული დაფინანსება, გაეცანით აქ