მსოფლიოს 10 უმდიდრესი მილიარდერის ერთობლივმა ქონებამ 2026 წლის 1-ელი ივნისისთვის $2.9 ტრილიონს მიაღწია, რაც ერთი თვის წინანდელ მაჩვენებელზე $220 მილიარდით მეტია. ინფორმაციას Forbes-ი აქვეყნებს.

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის სტატუსს ილონ მასკი ინარჩუნებს. მაისში მისი ქონება კიდევ $53 მილიარდით გაიზარდა და რეკორდულ $835 მილიარდს მიაღწია. 

ტოპ-ათეულში დაბრუნდნენ ფრანგი მილიარდერი ბერნარ არნო და Microsoft-ის ყოფილი ხელმძღვანელი სტივ ბალმერი.

მსოფლიოს 10 უმდიდრესი ადამიანი (2026 წლის 1-ელი ივნისის მდგომარეობით):

#1 ილონ მასკი
ქონება: $835 მლრდ 


#2 ლარი პეიჯი
ქონება: $309 მლრდ (-$4 მლრდ)


#3 სერგეი ბრინი
ქონება: $285 მლრდ (-$4 მლრდ)

#4 ჯეფ ბეზოსი
ქონება: $277 მლრდ (+$5 მლრდ)

#5 ლარი ელისონი
ქონება: $276 მლრდ (+$71 მლრდ)

#6 მაიკლ დელი 
ქონება: $244 მლრდ (+$67 მლრდ)

#7 მარკ ცუკერბერგი
ქონება: $217 მლრდ (+$7 მლრდ)

#8 ჯენსენ ჰუანგი
ქონება: $182 მლრდ (+$9 მლრდ)

#9 ბერნარ არნო
ქონება: $148 მლრდ (+$5 მლრდ)

#10 სტივ ბალმერი
ქონება: $141 მლრდ (+$11 მლრდ)