2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ საქართველოს მოქალაქეობა რუსეთის 5635-მა მოქალაქემ მიიღო, აქედან 3071-ი საქართველოს ყოფილი მოქალაქეა. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დეპუტატ ლევან ბეჟაშვილის მოთხოვნის საპასუხოდ განაცხადა.
პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პასუხში აღნიშნულია, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 17 ივლისის ჩათვლით პერიოდში საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით რუსეთის ფედერაციის 2 564 მოქალაქეს მიანიჭა, რომელთაგან 2 530 წარმოშობით საქართველოდანაა, 23 - საქართველოს მოქალაქის ოჯახის წევრია, ხოლო 11 - წარმატებულია სპორტის, მეცნიერების ან ხელოვნების სფეროში.
ამას გარდა, საქართველოს მოქალაქეობა აღუდგა 3 071 საქართველოს ყოფილ მოქალაქეს, მათ შორის: საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის დროებითი უფლების გამოყენების საფუძველზე - 3 034 საქართველოს ყოფილ მოქალაქეს.