თბილისის მერიამ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე ტენდერი ხელახლა, უკვე მეოთხედ გამოაცხადა. ამჯერად პროექტის სავარაუდო ღირებულება 20 მილიონ ლარამდე გაიზარდა, რაც წინა მცდელობასთან შედარებით 3.17 მილიონი ლარით მეტია.
შეგახსენებთ, რომ 28 აპრილს გამოცხადებული წინა ტენდერი უშედეგოდ დასრულდა - მასში მონაწილეობა არცერთმა კომპანიამ არ მიიღო, რის გამოც მერიას ფასის გადახედვა მოუწია.
სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები კვლავ სამ ლოტად არის დაყოფილი:
I ლოტი: ბესიკის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე
-
-
ახალი ფასი: 7,981,840 ლარი (გაიზარდა 1,283,456 ლარით)
-
-
II ლოტი: სავაჭრო ცენტრ „მერანიდან“ ბესიკის ქუჩამდე
-
ახალი ფასი: 5,842,569 ლარი (გაიზარდა 928,434 ლარით)
-
-
III ლოტი: თ. ჭოველიძის ქუჩიდან „მერანამდე“
-
ახალი ფასი: 6,130,241 ლარი (გაიზარდა 961,874 ლარით)
-
როგორც მერიაში აცხადებენ, სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები 4 თვეში დასრულდება.
