რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციისთვის  გამოცხადებული სამი ტენდერი უკვე მესამედ ჩავარდა - ამის შესახებ აღნიშნულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე.

როგორც ინფორმაციიდან ირკვევა, ტენდერების ჩავარდნა განაპირობა იმ ფაქტმა, რომ მასში მონაწილეობა არცერთმა კომპანიამ არ მიიღო.

გამოცხადებული ტენდერები შემდეგი მონაკვეთების ასფალტის საფარის რეაბილიტაციას ითვალისწინებდა:

  • ბესიკის ქუჩიდან-თავისუფლების მოედნამდე მონაკვეთი - 6 698 384 ლარი;
  • სავაჭრო ცენტრ „მერანიდან“-ბესიკის ქუჩამდემონაკვეთი - 4 914 135 ლარი;
  • თ. ჭოველიძის ქუჩიდან - "მერანამდე"მონაკვეთი - 5 168 367 ლარი.