„ჯორჯიან ეარვეისი“ [Georgian Airways] 25 ივნისიდან ბათუმი-მოსკოვი-ბათუმის მიმართულებით რეგულარულ ავიარეისებს იწყებს.
კომპანიის ცნობით, პირდაპირი რეისები კვირაში 4-ჯერ ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათს, შაბათსა და კვირას შესრულდება.
„25 ივნისიდან შესრულდება რეგულარული რეისები ბათუმი-მოსკოვი-ბათუმის მიმართულებით!
პირდაპირი რეისები შესრულდება ყოველ:
სამშაბათს
ხუთშაბათს
შაბათს
კვირას
ბათუმი → მოსკოვი: 10:40 – 13:00
მოსკოვი → ბათუმი: 14:00 – 18:30“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.