რუსი მილიარდერის ოლეგ ტინკოვის მიერ მექსიკაში დაფუძნებული ფინტექ-კომპანია Plata საქართველოსა და სომხეთში თანამშრომლებს ეძებს.

მეწარმე ოლეგ ტინკოვმა YouTube არხ „პლატა პიკზე“ ფილმის „პლატა რისკისთვის“ გამოსვლის შესახებ განაცხადა და თავის პოსტში რამდენიმე ქვეყანა ახსენა, სადაც, მისი თქმით, კომპანია დასაქმებისთვის ღიაა.

ამ მიმართულებებს შორის მან საქართველო, სომხეთი, სერბეთი, კვიპროსი და ლათინური ამერიკის რამდენიმე ქვეყანა დაასახელა. პოსტში ტინკოვმა განვითარებისა და კარიერის შექმნის მსურველებს კომპანიაში განაცხადის შეტანისკენ მოუწოდა და ჟურნალისტ ანდრეი ლოშაკის ახალი ფილმის ყურება ურჩია.