The Guardian-ის ცნობით, დასავლეთ ანტარქტიდის სანაპიროსთან მდებარე ბელინგისჰაუზენის ზღვაში, დაახლოებით 650 000 კვადრატული კილომეტრის ფართობი ყინული პრაქტიკულად აღარ არსებობს.
წყლის ეს არეალი, როგორც წესი, ივნისში ზღვის ყინულით არის დაფარული, თუმცა 2026 წელს ექსპერტებმა საპირისპირო სიტუაცია დააფიქსირეს. მკვლევრები ვარაუდობენ, რომ გაუყინავი ტერიტორია ზომით საფრანგეთის ტოლია.
მეცნიერები ამას საგანგაშოდ მიიჩნევენ. ისინი აღნიშნავენ, რომ ანტარქტიდაზე ზღვის ყინულის დონე 2023 წლიდან კლებულობს და რეგულარულად აღწევს ისტორიულ მინიმუმს.