უძრავი ქონების სექტორში აღმავალი დინამიკა კვლავ ფიქსირდება. „კოლიერს ჯორჯიას“ (Colliers Georgia) უახლესი მიმოხილვის მიხედვით, 2026 წლის მაისში დედაქალაქში საცხოვრებელი ბინების გაყიდვების მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13.1%-ით გაიზარდა და საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3,787 ერთეულს მიაღწია. ამასთანავე, ბაზრის მთლიანი მოცულობა 32.4%-ით გაფართოვდა და 334 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდა.
ორგანიზაციის კვლევის თანახმად, ზრდის ტენდენციას არც აჭარის რეგიონი ჩამორჩება. მაისში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ყიდვა-გაყიდვის ოპერაციები 2.5%-ით გააქტიურდა და 1,324 ერთეული შეადგინა. რაც შეეხება ზღვისპირა ქალაქის უძრავი ქონების ბაზრის ფინანსურ მოცულობას, მან 22.2%-იანი მატება აჩვენა და 87 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.