ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის ივლისის თვეში სამართალდარღვევის 48 ფაქტი გამოავლინეს, საიდანაც 41 ფაქტი ხე-ტყის უკანონო მოპოვების, მათ შორის ტრანსპორტირების ფაქტია.

ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის 46 კუბურ მეტრამდე საშეშე და სამასალე მექრანი, რომელიც სატეო სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა. ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტებიდან 10 - სამართალდარღვევა გამოვლენილია იმერეთში, 4 - სამცხე-ჯავახეთში, 1 - რაჭა -ლეჩხუმ ქვემო სვანეთში, 8 - ქვემო ქართლის რეგიონში,  4 - გურიაში, 4 -  სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, 7 - კახეთში, ხოლო 3 - შიდა ქართლის რეგიონში.  

ასევე, სახელმწიფო ტყის  თვითნებურად დაკავების 5 ფაქტია გამოვლენილი:  მცხეთა-მთიანეთის,  გურიის, შიდა ქართლის, კახეთისა და ქვემო ქართლის  რეგიონებში.  ასევე გამოვლენილია 2 დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო სამცხე-ჯავახეთისა და იმერეთის რეგიონში.

ქვეყნის მასშტაბით, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების მიერ, პირველი შვიდი თვის განმავლობაში გამოვლენილია ხე-ტყის უკანონო მოპოვების  439 ფაქტი.

ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს