ლონდონის საფონდო ბირჟაზე სამი ქართული კომპანიის კაპიტალიზაცია 3.038 მლრდ გირვანქა სტერლინგია. გასულ კვირაში ქართული კომპანიების აქციების ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა.
საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 29.60 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +4.23% წინა კვირასთან შედარებით და +13.63% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 405 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 28.00 - 30.60 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 101 ათასი აქცია შეადგინა.
თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 23.55 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +5.84% წინა კვირასთან შედარებით და +6.56% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 345 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 22.15 - 23.85 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 61 ათასი აქცია შეადგინა.
Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 8.05 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +2.55% წინა კვირასთან შედარებით და +5.92% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 1325 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 7.84 - 8.09 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 253 ათასი აქცია შეადგინა.