2023 წლის მეოთხე კვარტალის მდგომარეობით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა. მისო-ების ანგარიშგების მიხედვით, 34 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ჯამში 4 474 ადამიანს ასაქმებდა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი, 36 მისო-ში 4 323 ადამიანი მუშაობდა.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, რომლებიც ყველზე მეტ ადამიანს ასაქმებენ:

  • კრისტალი - 985 დასაქმებული
  • რიკო ექსპრესი - 656 დასაქმებული
  • სვის კაპიტალი - 426 დასაქმებული
  • ლაზიკა კაპიტალი - 374 დასაქმებული
  • კრედიტ სერვისი +- 336 დასაქმებული
  • ლიდერ კრედიტი - 282 დასაქმებული
  • მიკრო-ბიზნეს კაპიტალი - 237 დასაქმებული
  • ინტელექსპრესი - 216 დასაქმებული
  • ევრო კრედიტი - 113 დასაქმებული
  • სმარტ ფინანსი -108 დასაქმებული.

2023 წლის მეოთხე კვარტალში, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 396-დან 398-მდე გაიზარდა მისო-ების ფილიალებისა და სერვის-ცენტრების რაოდენობა.