ევროზონის 20 ქვეყანაში წლიური ინფლაცია, მაისის 6,1%-ისა და აპრილის 7%-ის შემდეგ, ივნისში 5,5%-მდე შემცირდა. ინფორმაციას ევროსტატი ავრცელებს.
სურსათის, ალკოჰოლისა და თამბაქოს ფასების ზრდა 12,5%-დან 11,7%-მდე შენელდა. ამავდროულად, ენერგორესურსების ფასი ზედიზედ მეორე თვეა იაფდება. მათი ფასები მაისში 1,8%-იან კლებასთან შედარებით 5,3%-ით დაეცა. არაენერგეტიკული წარმოების საქონელზე ფასები მაისის 5.8%-დან 5.5%-ით გაიზარდა, ხოლო მომსახურებაზე - გასული თვის 5.4%-იდან 5.0%-მდე.
საბაზო ინფლაცია კვლავ დაჩქარდა ორთვიანი შემცირების შემდეგ და მაისში 5.3%-ის შემდეგ 5.4%-ს მიაღწია.
იმ ქვეყნებს შორის, რომლებზეც ევროსტატი წინასწარ მონაცემებს გვაწვდის, ყველაზე მაღალი ინფლაცია დაფიქსირდა სლოვაკეთში (11.3%), ესტონეთში (9.%) და ხორვატიაში (8.3%). ფასების ყველაზე დაბალი ზრდა აჩვენეს - ლუქსემბურგმა (1%), ბელგიამ და ესპანეთმა (1,6%), ასევე საბერძნეთმა და კვიპროსმა (2,7%).