შვეიცარიის საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკმა (BIS), რომელიც ხელს უწყობს მსოფლიო ცენტრალური ბანკების მუშაობას და ეკონომიკურ კვლევებს, საპროცენტო განაკვეთების შემდგომი ზრდა მოითხოვა და განაცხადა, რომ ქვეყნების მიერ ინფლაციის შეკავების მცდელობის გამო, მსოფლიო ეკონომიკა ახლა კრიტიკულ ეტაპზეა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

მიუხედავად ბოლო 18 თვის განმავლობაში განაკვეთების უწყვეტი ზრდისა, ინფლაცია ბევრ მსხვილ ეკონომიკაში მაღალი რჩება, ხოლო სესხის აღების ხარჯების ზრდამ ბანკების ყველაზე დიდი კოლაფსი გამოიწვია დიდი ფინანსური კრიზისის შემდეგ, რომელიც 15 წლის წინ იყო..

BIS-ის აღმასრულებელი დირექტორის აგუსტინ კარსტენსის თქმით, გლობალური ეკონომიკა გარდამტეხ მომენტშია, ამიტომ სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას.

მან დასძინა, რომ მონეტარულმა პოლიტიკამ უნდა აღადგინოს ფასების სტაბილურობა და ფისკალური პოლიტიკა უნდა იყოს კონსოლიდირებული.

BIS-ის მონეტარული და ეკონომიკის განყოფილების ხელმძღვანელმა კლაუდიო ბორიომ  ხაზგასმით აღნიშნა, რომ არსებობს „ინფლაციური ფსიქოლოგიის“ რისკი, თუმცა გასულ კვირას გაერთიანებულ სამეფოსა და ნორვეგიაში განაკვეთების მოსალოდნელზე დიდი ზრდა აჩვენა, რომ ცენტრალური ბანკები პრობლემის გადაჭრის თვალსაზრისით  ცდილობენ, თავიანთი სამუშაო აკეთონ.

აღნიშნულია, რომ რაც უფრო დიდხანს რჩება ინფლაცია მაღალ დონეზე, მით უფრო ძლიერი და ხანგრძლივადაა საჭირო მონეტარული პოლიტიკის გაძლიერება.

BIS ანგარიშის თანახმად, თუ საპროცენტო განაკვეთები 1990-იანი წლების შუა რიცხვებს დაუბრუნდება, ძირითადი ეკონომიკებისთვის ვალის მომსახურების საერთო ტვირთი ყველაზე მაღალი იქნება ისტორიაში.